მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი დმანისში
დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახაში, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მრავალ ფუნქციური სასტუმრო კომპლექსი ახა გრინსი „მწვანე სასტუმრო დედამიწაზე“ აშენდება. პროექტის ფარგლებში, სასტუმრო კომპლექსამდე დაგეგმილია გაზსადენის გაყვანა, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის გაზიფიცირებას. გარდა ამისა, ტერიტორიაზე ჩატარდება საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები და დაგეგმილია ფერმის, ხეხილის ბაღის და საკალმახე მეურნეობის მოწყობა განვითარება.