რუსეთი არქტიკაში სამხედრო ძალას ზრდის
არქტიკაში რუსეთის სამხედრო ძალების გაზრდის შესახებ გავრცელებულ ცნობას ნატოს გენერალური მდივანი გამოეხმაურა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისთვის სტრატეგიული გამოწვევა უწოდა. გენერალურმა მდივანმა განცხადება კანადაში ვიზიტისას გააკეთა, მასპინძელი ქვეყნის პრემიერ მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. აღნიშნა, რომ რუსეთის საპასუხოდ რეგიონში ნატოს ძალების გაძლიერებაა საჭირო.
