საომარი მოქმედებები უკრაინაში
ტაივანი გულდასმით ადევნებს თვალს ჩინეთის თხუთმეტ სამხედრო თვითმფრინავსა და ოთხ საზღვაო ხომალდს, რომლებიც კუნძულის გარშემო მანევრირებენ. ჩინეთმა ტაივანის ირგვლივ ტერიტორიულ წყლებსა და საჰაერო სივრცეში ცოტა ხნის წინ საბრძოლო მზადყოფნის უსაფრთხოების პატრულირება და საბრძოლო წვრთნა წამოიწყო. საერთაშორისო მედიის თანახმად, ჩინეთი საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას აძლიერებს ნებისმიერ დროს საომრად მზადყოფნის მიზნით. საპასუხოდ ტაიბეიმ უკვე გაგზავნა საბრძოლო საპატრულო თვითმფრინავები, სამხედრო-საზღვაო ხომალდები და სახმელეთო სარაკეტო სისტემები, რათა ჩინეთის ქმედებას მონიტორინგი გაუწიოს. ცნობისთვის, ტაივანში ერთი თვის განმავლობაში უკვე მესამედ ჩავიდა ამერიკელი მაღალჩინოსანი. ნენსი პელოსისა და კონგრესმენთა დელეგაციის შემდეგ ტაიბეის სენატორი მარშა ბლექბერნი ეწვია.
