საპარლამენტო კონტროლი ძლიერდება
პარლამენტმა ევროპული რეკომენდაციების მეორე პუნქტზე მუშაობა დაასრულა. სამუშაო ჯგუფში,რომელიც საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებაზე მუშაობდა, აზრთა სხვადასხვაობა ყველაზე ნაკლებად იყო. პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია. კონკრეტული ცვლილებების თანახმად, გაიზრდება საპარლამენტო კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, ასევე ინტერპელაციის რაოდენობა და მინისტრების ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე.
