„ხალხის ძალის“ განცხადება
ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატების მორიგი განცხადება. სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის მიხეილ ყაველაშვილის და გურამ მაჭარაშვილის გზავნილის ადრესატი, ისევ ამერიკის ელჩი კელი დეგნანია. დეპუტატები აცხადებენ, რომ ელჩის ბოლო ორი კომენტარით, კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, სინამდვილეში ვინ დგას რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან. ისინი ამჯერად ისფედთან დაკავშირებით ელჩის შეფასებას აკრიტიკებენ. კანონმდებლები ვარაუდობენ , რომ ხმების პარალელური დათვლის შედეგებში არსებული ხარვეზის შესახებ, ინფორმირებული იყო თავად დიპლომატიც. დეპუტატები ამავე განცხადებაში წერენ, რომ საელჩო ვერ ეგუება საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას ომისკენ არ ექაჩება და რომ ასეთი ხელისუფლების გადასატრიალებლად, საელჩო ყველაფერს იკადრებს და ბევრად უფრო მძიმე ნაბიჯებზეც კი წავა, ვიდრე ეს პივიტის გაყალბება იყო- ეს არის ციტატა დეპუტატების განცხადებიდან
