„განახლებული რეგიონები“
„განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ლანჩხუთის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. ქალაქის მთავარ მოედანზე მდებარე 12 შენობა განახლდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 13 ათასი კვმ-ის ფართობის ცენტრალური სკვერს . დასასრულს უახლოვდება ოზურგეთში მთავარ მოედანზე მდებარე შენობების და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტი. ჩოხატაურში კი უახლოეს პერიოდში დასრულდება პროგრამის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები. პროგრამა განახლებული რეგიონები პრემიერის მიერ არის ინიცირებული.
