ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდება
ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისა და მუქარის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალი წარდეგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ტელეკომპანია ფორმულის ჟურნალისტს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელი შეუშალა და დანით სიცოხლის მოსპობით დაემუქრა, ხოლო ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პირდაპირ ეთერში ჩართვა მოსთხოვა. ამ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
