საერთაშორისო ფესტივალი "სტარმუსი"
5-დან 10 სექტემბრამდე ერევანი მეცნიერებისა და მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს - „სტარმუსს“ უმასპინძლებს, რომლის დამფუძნებლებიც არიან ასტროფიზიკოსი და მეცნიერი გარიკ ისრაელიანი და ჯგუფ „ქუინის“ თანადამფუძნებელი, მუსიკოსი, ასტროფიზიკოსი და სტერეოსკოპისტი ბრაიან მეი, რომელიც პირველად ეწვევა სომხეთს როკკონცერტის ჩასატარებლად ფესტივალის ფარგლებში.
