თავის არეში დაჭრილი პატიმარი გარდაიცვალა
თავის არეში დაჭრილი პატიმარი , რომლის მდგომარეობაც უკიდურესად მძიმე იყო გარდაიცვალა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 აგვისტოს საქმეზე პენიტენციური სამსახურის ესკორტის თანამშრომელს ,ვალერი გოზალიშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს. შეგახსენებთ შემთხვევა ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხდა.
