ძმები კაკულიები კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთების საქმეზე ციხეში გამოკითხეს
"ქრონიკას" ინფორმაცია მოკლულის ოჯახმა დაუდასტურა. დაკავებულ ძმებს პროკურორების ყველა შეკითხვაზე ერთი პასუხი აქვთ- ნიკო კვარაცხელიასთან შემხებლობას უარყოფენ, მკვლელობის დამკვეთების ვინაობა არ იციან და შემსრულებლებთან მეგობრობას კატეგორიულად გამორიცხავენ . კვარაცხელიას ოჯახის ინფორმაციით კი, მკვლელობის შემდეგ მკვლელები გაგარინზე ნაქირავებ ბინაში სწორედ კაკულიებს შეხვდნენ. გურამ და დავით კაკულიები დუმილის უფლებით სარგებლობენ.

სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები