ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების სისტემა ამუშავდა
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების სისტემა ამუშავდა. მიზეზი, ობიექტის მახლობლად ტყეში გაჩენილი ხანძარია. ტყის მასივის აალებაში მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ადანაშაულებს. ხანძარმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.
