"ნაცმოძრაობის" წევრს პატიმრობა შეეფარდა
ახალქალაქში ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყება სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს დეტალურად განმარტავს . შსს - ინფორმაციით, 23 აგვისტოს, ახალქალაქში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი პისტოლეტით, პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით ისროლა და მიიმალა.
