სინოპტიკოსების პროგნოზი
სინოპტიკოსები, უახლოეს დღეებში დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, როგორც ბორჯომში, ასევე ქვეყნის სხვა რეგიონებში წვიმა არ არის ნავარაუდევი. ქვეყნის მასშტაბით, შენარჩუნდება ქარი და მაღალი ტემპერატურა . 28 აგვისტომდე, ამინდის მკვეთრი ცვლილება არ არის მოსალოდნელი.
