ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები
ბორჯომსა და რაჭაში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია , ისევე როგორც ზარალის ოდენობა. ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში მთავარი ამოცანა ხანძრის ლოკალიზება და ცეცხლის სრული ჩაქრობაა. სამუშაო პროცესს ართულებს ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა . მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით, თითქმის ყველა აქტიურ კერამდე მისასვლელი გზა უკვე გაყვანილია. მიმდინარე ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები ვიცე პრემიერმა შეაფასა.
