ტეხასში დინოზავრის ნაკვალევი აღმოაჩინეს
ტეხასში გვალვის შედეგად დინოზავრის ნაკვალევი იპოვეს, რომელსაც მანამდე მდინარის წყალი ფარავდა. ნაფეხურები, სპეციალისტთა შეფასებით, 113 მილიონი წლის წინანდელია. ნაკვლევი მოგვიანებით წყალდიდობის გამო დაიფარა, დროთა განმავლობაში კი, კირქვად გადაიქცა, რამაც ნაფეხურები კარგად შეინახა.
