არალეგალური კონტენტის გამავრცელებლ ვებგვერდებს, შესაძლოა მუშაობა აეკრძალოთ
არალეგალური კონტენტის გამავრცელებლ ვებგვერდებს, შესაძლოა მუშაობა აეკრძალოთ. ორ წლიანი გაფრთხილების შემდეგ კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტ სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს მიმართა და შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა. ირკვევა, რომ გაფრთხილების მიუხედავად, ვებგვერდების ნაწილი კვლავ არ ემორჩილება მოთხოვნას. საქართველოში ინტერნეტმეკობრეობის მაღალ მაჩვენებელს ჰოლივუდის კინოსტუდიების გაერთიანების პრეზიდენტი აფასებს. სტენ მაკკოი, რომელიც „დისნეის“ პარამაუნტის“, „სონის,“ ნეტფლიქსისა“ და მსოფლიოს სხვა უმსხვილესი კინოსტუდიების გაერთიანებას მართავს, საქართველოს საერთაშორისო პრაქტიკას უზიარებს და ამბობს, რომ საჭიროა მკაცრი ნაბიჯები გადაიდგას მათ წინააღმდეგ, ვინც შემოქმედებით ინდუსტრიას სიცოცხლის უფლებას უსპობს.
