დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა
დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. საქართველოს მთავრობის მეთაური უკრაინელ ხალხს ომის მძიმე პერიოდში მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს. „დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ უკრაინას! ომის ამ მძიმე პერიოდში უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას!“- წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.
