უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებს
„დათმობისა და კომპრომისების გარეშე“ -უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებს. რუსული აგრესიის ფონზე, უკრაინელები დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 31-ტი წლისთავს აღნიშნავენ. საზეიმო თარიღი კიევს მიულოცეს დასავლელმა ლიდერებმა. ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი და გერმანია , უკრაინას ჯამში მილირდობით დოლარის სამხედრო დახმარებას დაპირდნენ.
