ევროპული დავალების მეორე პუნქტზე სამუშაო ჯგუფი კონსესუსს უახლოვდება
ევროპული დავალების მეორე პუნქტზე სამუშაო ჯგუფი კონსესუსს უახლოვდება. 12 რეკომენდაციიდან ერთ ერთი საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებაა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პარლამენტში დღეს სამ საათს გაგრძელდა. სხდომას არასამთავრობო სექტორიც ესწრებოდა, მიუხედავად მათ მიერ გაკეთებული განცხადებებისა, რომ დროებით სამუშაო ჯგუფებში მუშაობას აჩერებდნენ. სამუშაო ჯგუფი თანხმდება, რომ უნდა გაძლიერდეს საპარლამენტო ზედამხედველობა, გაიზარდოს ინტერპელაციის რაოდენობა და აღამსრულებელი გუნდის ანგარიშვალდებულება პარლამენტის მიმართ. ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესში ისევ არ ერთვება ნაციონალური მოძრაობა, ლელო და სტარტეგია აღმაშენებელი.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
