ანომალური სიცხისა და უნალექობის გამო ევროპაში ტყის ხანძრებია
ანომალური სიცხისა და უნალექობის გამო ევროპაში ტყის ხანძრებია. ცეცხლს ამ დრომდე ებრძვიან ესპანეთსა და პორტუგალიაში, სადაც ასობით ათასი ჰექტარი ტყის მასივი უკვე გადამწვარია. ორივე ქვეყანაში სტიქიის გამო საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული. უკვე ჩამქრალი ხანძრების აალებას არ გამორიცხავენ ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც. ექსპერტების შეფასებით, წელს ევროპა კლიმატური კატასტროფის ზღვარზეა
