რომის პაპის მოწოდება ომის დასრულებისკენ
რომის პაპი უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმასა და უკრაინაში ომის დასრულებას, უპირველეს აუცილებლობად მიიჩნევს. ამ მოწოდებით ფრანცისკი, ყოველკვირეული მიმართვისას გამოვიდა. პაპმა ომს სიგიჟე უწოდა და ისიც აღნიშნა, რომ ომში, უცოდველები იხდიან ყველაზე დიდ საფასურს.
