უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს განგაშის სიგნალი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ისმის
უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს განგაშის სიგნალი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ისმის. ქვეყანა სარაკეტო დარტყმების გააქტიურების მოლოდინშია. რუსული არმია კი ინტენსიურად ბომბავს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს, სადაც მძიმე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა კი სიენენს განუცხადა, რომ უკრაინამ ყველაზე ცუდი სცენარი უკან მოიტოვა და ახლა ფრონტის ხაზზე ვითარება დასტაბილურდა. უკრაინა კონტრშეტევებს აქტიურად ახორციელებს.