ახალი რეკრეაციული სივრცე რუსთავში
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, 15 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე, ახალი რეკრეაციული სივრცე გაშენდება. ეს ერთ-ერთია იმ 14 მილიონი ლარის ღირებულების ახალი პროექტებიდან, რომელთა განხორციელებაც, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სულ ცოტა ხნის წინ დააანონსა. გამოცხადებულია ტენდერი. რუსთავის მერმა, ახალი პროექტი, ინფრასტრუქტურის სამსახურთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან ერთად, კიდევ ერთხელ ადგილზე განიხილა და მოსახლეობასაც შეხვდა, ამ ეტაპზე, ავარიული კორპუსის გამაგრება- რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
