დღეიდან თელავში რთველის შტაბი ამოქმედდება
დღეიდან თელავში რთველის შტაბი ამოქმედდება, რომელიც ყურძნის ჩაბარების პროცესს კოორდინაციას გაუწევს . მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას ღვინის ის კომპანია მიიღებს , რომელიც, რთველის განმავლობაში, შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოყვნაილ არანაკლებ ას ტონა რქაწითელს ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და შესყიდული ერთი კილოგრამი ყურძნის სანაცვლოდ, ჩამბარებელს არანაკლებ 90 თეთრს გადაუხდის.
