რუსეთის უკრაინაში შეჭრის გაკრიტიკების გამო, რუსი პოლიტიკოსი ევგენი როიზმანი დააკავეს
რუსეთის უკრაინაში შეჭრის გაკრიტიკების გამო, რუსი პოლიტიკოსი ევგენი როიზმანი დააკავეს. მას რუსული არმიის დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ევგენი როიზმანი კრემლის კრიტიკოსთა იმ მცირე რიცხვს მიეკუთვნება, რომელმაც მერის არჩევნებში გაიმარჯვა. ეკატერინბურგის მერის პოსტს იგი 2013 წლიდან 2018 წლამდე იკავებდა.
