24 აგვისტო უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა
დამოუკიდებლობის დღეს , კიევის ცენტრში სამხედრო აღლუმის ნაცვლად, ომში განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკაა გამოფენილი. ქვეყნის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიიდან ოკუპანტების განდევნის პირობა დადო. დამოუკიდებლობის დღეს უკრაინა რუსული სარაკეტო იერიშების გააქტიურებას ელის. დილა ქვეყანაში განგაშის სიგნალით დაიწყო.