ქვეყანას კონსტიტუციის დღეს ულოცავს პარლამენტის თავმჯდომარე
24 აგვისტო საქართველოსთვის ისტორიული თარიღია. კონსტიტუციის დღე . ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 27 წელი გავიდა. 1995 წელს პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაამტკიცა. მაშინ უზენაეს კანონს მხარი 159 დეპუტატმა დაუჭირა. წლების განმავლობაში დოკუმენტმა არაერთი ცვლილება განიცადა. მთავარ კანონში ყოველი ახალი ცვლილების შეტანა მწვავე პოლიტიკური დისკუსიის საგანი ხდებოდა. ქვეყანას კონსტიტუციის დღეს ულოცავს პარლამენტის თავმჯდომარე .
