უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორებს რუსეთის მიერ დაგეგმილი კიდევ ერთი სამხედრო დანაშაულის შესახებ აფრთხილებს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორებს რუსეთის მიერ დაგეგმილი კიდევ ერთი სამხედრო დანაშაულის შესახებ აფრთხილებს. საქმე ეხება ტყვეობაში მყოფ აზოვის პოლკის მებრძოლებს, რომლებსაც ოკუპანტები მარიუპოლში საჯაროდ გასამართლებას უპირებენ. კულებას უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსების მიერ დაგეგმილი ფიქტიური სასამართლო პროცესი, ჟენევის კონვენციისა და საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა იქნება, რითაც რუსეთი საბოლოოდ დაიმკვიდრებს ტერორისტული სახელმწიფოს სტატუსს. უკრაინა მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებსა და ორგანიზაციებს, მკაცრად დაგმონ უკრაინელი სამხედრო ტყვეების მიმართ რუსეთის ქმედებები და მოსკოვს საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების დაცვა აიძულონ.
