უკრაინაში დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავს აღნიშნავენ
უკრაინაში დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავს აღნიშნავენ. ეროვნულ დღესასწაულს ქვეყანა უსაფრთხოების საგანგებო ზომებით ხვდება. ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, დროებით ოკუპირებული ყირიმისა და ხერსონის ოლქის გარდა, დილიდან საჰაერო განგაშის სიგნალის ხმა ისმის. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დღეს დილით რუსებმა ზაპოროჟიეში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაბომბეს. მოსახლეობას რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ აფრთხილებს პრეზიდენტი ზელენსკიც.
