სატრანსპორტო დერეფნის განვითარება
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანსპორტო დერეფნის შემდგომი განვითარების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს თბილისში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე, რომელშიც ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი და თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მონაწილეობდნენ. მხარეებმა განიხილეს არსებული მდგომარეობა და შემდგომი განვითარების პერსპექტივები, რომლებიც გულისხმობს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთს შორის სარკინიგზო მაგისტრალით გადაზიდვების გაზრდას. აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება აღნიშნულ სატრანსპორტო დერეფანს და ის ხდება დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მარშრუტი.
