ცვლილებები CREDIT SUISSE-ის მენეჯმენტში
საკადრო ცვლილებები უმსხვილეს შევიცარიულ ბანკში. საერთაშორისო სკანდალში გახვეული ბანკის შესახებ აქტიურად წერს საერთაშორისო მედია. ფორბსის ინფორმაციით, ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით იცვლება აღმასრულებელი დირექტორი , პირველი ოქტომბრიდან კი, ბანკს ახალი ფინანსური ოფიცერი ეყოლება. გარდა ამისა, იცვლება ბანკის აქტივების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც. ,,შვეიცარიული ბანკის მენეჯმენტში დაგეგმილი ცვლილებები პირდაპირ კავშირშია უაღრესად იმედგამაცრუებულ ფინანსურ შედეგებთან და საერთაშორისო სკანდალებისა თუ სასამართლო დავების ფონზე , კრედიტსუსის რეპუტაციის შებღალვასთან „ _ ვკითხულობთ ფორბისის სტატიაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, ბანკმა თავისი არსებობის ისტორიაში, მილიარდობით ზარალი ნახა. ეს სწორედ ის ბანკია , რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა სამართლებრივი დავა მოუგო. ქართველი ექსპერტები კრედიტ სიუსის მენეჯმენტის ცვლილებას დაგვიანებულს უწოდებენ, მათი თქმით ბანკმა სანდოობა დაკარგა
