ევროკომისიის რეკომენდაციები და მესამე სექტორის პოზიცია
საარჩევნო კოდექსის რევიზიის მეორე სხდომა დიდი ალბათობით, ისევ მესამე სექტორის გარეშე ჩატარდება. მმართველი გუნდი კატეგორიულად აცხადებს, რომ ევროპულ რეკომენდაციებზე მომუშავე ჯგუფებში უნდა იყვნენ ის ორგანიზაციები, რომლებიც პოლიტიკურ მოთხოვნებს ემიჯნებიან და რომელთა მიზანიც ქვეყნის ევროპული მომავალია. ქართული ოცნების თავმჯდომარე ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფში არც იმ ორგანიზაციებისთვის არის ადგილი, რომლებმაც ისფედს სოლიდარობა გამოუცხადეს და რომლებმაც სოლიდარობის ნიშნად სამუშაო ჯგუფებში მუშაობა დროებით შეაჩერეს. სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი კი ქართული ოცნების მთავარ შეკითხვას, ემიჯნება თუ არა პოლიტიკურ პროცესებს, ისევ უპასუხოდ ტოვებს.
