სკანდალებში გახვეული „სანდო“ ორგანიზაცია
ამერიკის საელჩოს შეფასება, რომ ისფედი „ ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციაა „ მიუღებელია მმართველი პარტიისთვისაც. სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ 2020 წელს ორგანიზაციამ არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები შეგნებულად გააყალბა იმ მიზნისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა დაწყებულიყო. შესაბამისად, საელჩოს შეფასება მათთვის გაუგებარია. სკანდალში გახვეულ ორგანიზაციას ისფედის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადება გაახსენეს, რომლითაც დადასტურდა, რომ ხმების პარალელური დათვლის შედეგებში გამოვლენილი ხარვეზის შესახებ, ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს, ანუ არჩევნებიდან დაახლოებით ერთ თვეში, ინფორმირებული იყო იუესეიდი, რაც მათივე განმარტებით ნიშნავს, რომ ამ ინფორმაციას ამერიკის საელჩოც ფლობდა, მაგრამ საელჩოს მოდერაციით მიმდინარე მოლაპარაკებებზე, ოპოზიციას ამის შესახებ არაფერი უთხრეს.
