საკადრო ცვლილებები უმსხვილეს შევიცარიულ ბანკში და კრედიტ სუისის შელახული რეპუტაცია
საკადრო ცვლილებები უმსხვილეს შევიცარიულ ბანკში და კრედიტ სუისის შელახული რეპუტაცია. წლის ერთ-ერთ საერთაშორისო სკანდალში გახვეული ბანკის შესახებ აქტიურად წერს საერთაშორისო მედია. ფორბსის ინფორმაციით ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით იცვლება აღმასრულებელი დირექტორი , 1 ოქტომბრიდან კი ბანკს ახალი ფინანსური ოფიცერი ეყოლება. გარდა ამისა იცვლება ბანკის აქტივების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც. „ შვეიცარიული ბანკის მენეჯმენტში დაგეგმილი ცვლილებები პირდაპირ კავშირშია უაღრესად იმედგაცრუებულ ფინანსურ შედეგებთან და საერთაშორისო სკანდალებისა თუ სასამართლო დავების ფონზე კრედიტსუსის რეპუტაციის შებღალვასთან „ - ვკითხულობთ ფორბისის სტატიაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ბანკმა მისი არსებობის ისტორიაში მილიარდობით ზარალი ნახა. ეს სწორედ ის ბანკია , რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა სამართლებრივი დავა მოუგო.
