ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უკრაინის მოთხოვნა, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემის აკრძალვაზე, უარყო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უკრაინის მოთხოვნა, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემის აკრძალვაზე, უარყო. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ სავიზო შეზღუდვები დაუწესა კრემლის მაღალჩინოსნებს, თუმცა ვიზებს არ შეაჩერებს რუსი მოქალაქეებისთვის, რადგან ეს ხელს შეუშლის რუს დისიდენტებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებს, რომელთაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი სურთ.
