მმართველი გუნდი „ისფედს“ ამხელს
სამართლიანი არჩევნების გარშემო პოლიტიკურ სპექტრში დისკუსია არ წყდება. მმართველი პარტიისთვის მიუღებელია ამერიკის საელჩოს შეფასება , რომ ისფედი „ ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციაა „ . სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ 2020 წელს ორგანიზაციამ არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები შეგნებულად გააყალბა , იმისათვის, რომ ქვეყანაში არეულობა გამოეწვია. სკანდალში გახვეულ ორგანიზაციასთან დაკავშირებით განმარტება დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ გააკეთა და მედიის კითხვებს უპასუხა. თემის დეტალებით მეგი ნარსავიძე გვიერთდება.
