სტიქია ტეხასის შტატში
ტეხასის შტატის ჩრდილოეთ რეგიონები წყალდიდობას უმკლავდება. სტიქია გასული ორი დღის განმავლობაში, კოკისპირულმა წვიმამ გამოიწვია. სამაშველო სამსახურების ცნობით, 22 აგვისტოს დღის პირველ ნახევარში, მაშველებს 195 სამაშველო ოპერაციის ჩატარება მოუხდათ. სტიქიის გამო, დალასის მიმდებარე რაიონებში საგანგებო ვითარება გამოცხადდა. სინოპტიკოსების ცნობით, ავდარი შტატში კიდევ ორი დღე გაგრძელდება.
