რუსი დიპლომატის პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებაზე
მოსკოვი ვერ ხედავს ომის დასრულებას დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით და ელის გაჭიანურებულ კონფლიქტს. ამის შესახებ განაცხადა „ფაინენშალ თაიმისთვის მიცემულ ინტერვიუში, ჟენევაში გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, გენადი გატილოვმა. მისი თქმით, გაერომ უფრო დიდი როლი უნდა შეასრულოს კონფლიქტის დასრულების მცდელობაში. მუდმივი წარმომადგენელი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობის ნაკლებობისა და დასავლეთის მხრიდან უკრაინისადმი სამხედრო მხარდაჭერის გამო, საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს კონფლიქტი. გატილოვმა ასევე გამორიცხა რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა.
