პრემიერი პატრიარქს შეხვდა
ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს პრემიერ მინისტრმა და კათოლიკოს პატრიარქმა. მთავრობის მეთაური ილია მეორეს შეხვდა. „დიდი პატივია და ყოველთვის სასიხარულოა მისი უწმინდესობის ნახვა, მასთან საუბარი უაღრესად საინტერესოა სხვადასხვა საკითხზე, ქვეყანაში არსებულ ვითარებასა თუ რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!" -აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
