მინისტრები სტიქიის ზონაში ჩავიდნენ
სტიქიის ზონაში მთავრობის წევრი იმყოფებოდნენ და და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები, ოპერატიული მართვის შტაბში სამუშაო თათბირს დაესწრნენ. მათი განმარტებით, რისკები, რაც წინა დღეს არსებობდა, უკვე მოხსნილია, ლოკალიზებულია ხანძრის ის კერები, საიდანაც შეიძლებოდა ცეცხლი დასახლებული პუნქტების მიმართულებით გავრცელებულიყო. პრემიერის დავალებით ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების ეფექტიანად წარმართვის მიზნით სხვასხვა უწყებები კოორდინირებული გეგმით მუშაობენ.
