რადიკალების მზადება "ცხელი შემოდგომისთვის"
"ცხელი შემოდგომა" დაანონსებულია. მზად არის პარლამენტის შენობის აზომვითი ნახაზიც. ირკვევა, რომ ზურაბ ჯაფარიძის მთავარი სამიზნე პარლამენტის შენობაა. ოპოზიციიდან ყველაზე მეტს, "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი აქტიურობს. ამბოხი, პარალიზება, რევოლუცია - ეს ის გზაა, რომლითაც ჯაფარიძე ხელისუფლების ცვლილებას გეგმავს. ხელისუფლების ცვლილებისთვის ბრძოლას აანონსებს ნიკა მელიაც, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, მათ დღეს ოპოზიციას კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა არჩევნებია.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
