ევროპული რეკომენდაციები და მესამე სექტორის პოზიცია
სამართლიანი არჩევნებისთვის ნათქვამი უარის შემდეგ, არასამთავრობო სექტორი პარლამენტის მიერ შექმნილ, ევროპული რეკომენდაციების შესრულების სამუშაო ჯგუფებში მუშაობას დროებით აჩერებს. მმართველი გუნდი კი, საკუთარ პოზიციაზე რჩება და აცხადებს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანეს პროცესში ვერ ჩაერთვება ის ორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს. მმართველი გუნდი "ისფედისგან" ელოდება ღია პასუხს კითხვაზე, ხსნიან თუ არა ულტიმატუმს, რომ ჰქონდეთ გადამწყვეტი ხმა ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტებაში.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
