"ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატების სკანდალური განცხადება
კიდევ ერთი განცხადება „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატებისგან. საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" ლიდერები ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იმ განცხადებას ეხმაურებიან, რომელშიც საელჩომ „ისფედს“ ერთ-ერთი ყველაზე სანდო საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაცია უწოდა და პარლამენტის მიერ ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფში მისი არდაშვების გამო, პროცესის გულწრფელობაში ეჭვი შეიტანა. განცხადების ავტორები ამბობენ, რომ 2020 წლის არჩევნების პერიოდიდან "ისფედი“, რამდენიმე ენჯეოსთან ერთად, პირდაპირ არის ჩართული რევოლუციურ სცენარში, რომლის განხორციელება საელჩოს მიერ არის კოორდინირებული.
