ვითარება სტიქიის ზონაში
უკვე 72 საათია ბორჯომში ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ მეხანძრე მაშველები , მეტყევეები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩაერთო ჯარიც. ქარი, მაღალი ტემპერატურა და რთული რელიეფი, ვითარებას ართულებს. თუმცა ამ დროის მონაცემებით, ხანძრის ეპიცენტრთან ახლოს მდებარე სოფლებს საფრთხე აღარ ემუქრება.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
