რუსეთი უკრაინის სპეც სამსახურს დარია დუგინას მკვლელობაში ადანაშაულებს
ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ირწმუნება, რომ რუსული პროპაგანდისტული ვებგვერდის რედაქტორის მკვლელობის საქმე გახსნილია და მომხდარზე პირდაპირი პასუხისმგებლობა , უკრაინას ეკისრება. ოფიციალური კიევი დუგინას ავტომობილის აფეთქებასთან და მის მკვლელობასთან ყველანაირ კავშირს უარყოფს.
