ბათუმის საკრებულოში ბულვარის განაშენიანების გენერალური გეგმა დაამტკიცეს
პროცესი ხმაურის ფონზე წარიმართა. სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ გენერალურ გეგმას თან ერთოდა შენიშვნა, რომლის მიხედვითაც, გეგმიდან ამოღებულია ბულვარში მშენებარე „ამბასადორის“ მრავალ სართულიან კორპუსთან დაკავშირებით შეფასება, რომ იგი შეუსაბამოა ბულვარის არქიტექტურულ კონცეფციასთან.
