მთავრობის გადაწყვეტილება
პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე შვიდი საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, რომლის საფუძველზეც 16 ფიზიკურ პირს და 19 ოჯახს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები.
