მსჯელობა ხანძრის საწინააღმდეგო სამუშაოებზე
ვიცე პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, დღეს, მთავრობის სხდომის ფორმატში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილ ხანძარზეც იმსჯელეს. მისივე თქმით, სამი უწყების პირველი პირი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჩავლენ და ადგილზე გაეცნობიან მიმდინარე ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს.
