"ეფლის" თანამშრომლები ოფისში დაბრუნებას აპროტესტებენ
კოვიდ პანდემიის შემდეგ, ტექ გიგანტმა თავის თანამშრომლებს, კვირაში მინიმუმ სამი დღით ოფისში მუშაობა მოთხოვა. ეფლის პერსონალმა საპასუხოდ პეტიცია შეადგინა, სადაც ნათქვამია, რომ დისტანციური მუშაობის შეზღუდვით, კომპანია საფრთხეს შეუქმნის თანამშრომლების კეთილ დღეობას. ეფლის თანამშრომლების თქმით, საოფისე გარემოში დაბრუნება სამუშაო პირობების მოქნილობასა და მრავალ ფეროვნებას შეუშლის ხელს.
