პაკისტანის ყოფილ პრემიერ მინისტრს ბრალი წაუყენეს
ანტიტერორისტული კანონმდებლობის ფარგლებში, პაკისტანის ყოფილ პრემიერ მინისტრს ბრალი წაუყენეს. პროკურატურა მას პოლიციისა და მოსამართლეებისადმი მუქარაში ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, იმრან ხანს რამდენიმე წლიანი პატიმრობა ემუქრება. ყოფილი პრემიერი ბოლო კვირების განმავლობაში, ხელისუფლებაში დაბრუნების მიზნით, საპროტესტო აქციებს მართავდა.
